დამრიგებლის მუშაობის მიზანი
დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; ასევე,
უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო, პატრიოტულ, ესთეტიკურ, ეკოლოგიურ, ცნობიერებას, და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
დამრიგებლის მოვალეობები
ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს.
დამრიგებელს ევალება:
• სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 4-ჯერ;
• მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
• მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
• მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმ ერთხელ; საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
• სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
• სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
• გაესაუბროს საგნის პედაგოგს დანიშნოს დამატებითი მეცადინეობები
• დაბალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში წერილობით აცნობოს მშობელს და მასთან ერთად უზრუნველყოს მოსწავლის დასწრება დამატებით მეცადინეობაზე
• არა სათანადო ქცევის შემთხვევაში ჩაატაროს მასთან საჭირო საუბრები. პრობლემის მოსაგვარებლად ჩართოს ფსიქოლოგიც და მშობელიც.
• საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება და მოსწავლეთა დასწრების შესახებ ინფორმაციის ყოველკვირეულად ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში;
• მოსწავლის მიერ საპატიო გაცდენის თაობაზე მიღებული შეტყობინების ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში;
• სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
- ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი.
თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის მიზეზი.
დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. სასწავლო წლის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას,
სადაც აღწერს:
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
ბ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საშუალო წლიური ნიშანი 5.1-ზე დაბალია,
დამრიგებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე იმის შესახებ, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესი მომდევნო სასწავლო წლებში (თუ ეს არ არის საფეხურის ბოლო კლასი), რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის დაძლევა.
დამრიგებელი ვალდებულია შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს
ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ.
დამრიგებელს ასევე ევალება:
1. შეადგინოს და დირექციას დასამტკიცებლად წარუდგინოს თავისი კლასის აღმზრდელობითი მუშაობის გეგმა, რომლის შინაარსი ეფუძნება სკოლის მისიას, განისაზღვრება სადამრიგებლო პროგრამით, სკოლის საერთო ამოცანებით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებით, სასკოლო ცხოვრების მიმდინარე მოთხოვნებითა და სხვათა გათვალისწინებით;
3. მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობდეს თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ. საჭიროებისამებრ ატარებდეს კლასის კრებას, კლასის საათს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდეს თითოეული მოსწავლის ქცევის კულტურას. დაუყოვნებლივ აწვდიდეს ინფორმაციას დირექციას გაკვეთილის გაცდენის თაობაზე;
4.
ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავდეს საქართველოს განათლების კანონის, სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და წინამდებარე დებულების მოთხოვნათა მიხედვით;.
5.
განახორციელოს დიაგნოსტიკა კლასის მიღების მომენტისათვის; დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით შექმნას თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი. (ამგვარი საქმიანობა მან უნდა განახორციელოს სასწავლო წლის შუაშიც და ბოლოს)
6. საკუთარ საქმიანობას წარმართავდეს მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაფუძნებით;
7. დროულად მოახდინოს მოსწავლეებისა და მშობლებისათვის სკოლის მიერ არჩეული სახელმძღვანელოების ჩამონათვალის გაცნობა და აწარმოოს მოსწავლეების სახელმძღვანელოებით მომარაგების საკითხის აღრიცხვა, შეძლებისდაგვარად გაუწიოს დახმარება.
8. აწარმოოს კლასისა და მოსწავლის პორტფოლიო (მოდერნიზებული პირადი საქმე)
9. უზრუნველყოს მოსწავლეთა ყოველმხრივ შესწავლა, მათი მიდრეკილებების, მოთხოვნილებებისა და ინტერესების გამოვლენა, კლასის აქტივის შექმნა;
10. უზრუნველყოს სკოლის შინაგანაწესის მოსწავლეთათვის გაცნობა და ამ დოკუმენტებში ჩადებული შინაარსის გატარება ცხოვრებაში;
11. მოსწავლეთა სოციალური მდგომარეობის შესწავლა და მისი შემდგომ საქმიანობაში გათვალისწინება.
12. ზრუნვა, მოსწავლეთა მონაწილეობით სასწავლო ოთახებისა და კაბინეტების სათანადო ესთეტიკურ გაფორმებაზე, მოსწავლეთა იერსახის მოწესრიგებაზე, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილებაზე, კლასის ინვენტარიზაციის ფურცლის წარმოებაზე, (რომლის მიხედვითაც იგი წლის ბოლოს დირექციას უკლებლივ აბარებს სასწავლო წლის დასაწყისში მიღებულ ინვენტარს), დაზიანების შემთხვევაში მშობელთა დახმარებით ზრუნვა ზარალის ანაზღაურებაზე;
13.
მშობელთა კრებების ჩატარება, კლასის საქმიანობის ანალიზისა და გაუმჯობესების მიზნით;
14.
კლასგარეშე და სკოლისგარეშე სასწავლო_აღმზრდელობითი ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება.
15.
სკოლის რეჟიმს ძნელადშემგუებელ, ოჯახიდან მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან და მათს მშობლებთან ინდივიდუალური მუშაობა.
16. სათანადო ზომების მიღება მოსწავლეთა წახალისების ან დასჯისათვის, საჭიროების შემთხვევაში დირექციის წევრების ჩართვა;
17. მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოება, საკლასო ჟურნალში სათანადო ცვლილებების დროულად შეტანა;
18. პერიოდულად კათედრის სხდომაზე კლასში არსებული მდგომარეობის შესახებ, საანგარიშო მოხსენებით გამოსვლა;
19.
მშობელთათვის სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლეთა ქცევის კოდექსის, სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის, და სხვა საჭირო დოკუმენტაციის გაცნობა;
20. მოსწავლეებისა და მათ მშობლებისათვის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროულად გაცნობა;
21.
სკოლის მიერ ჩატარებულ მიზნობრივ ღონისძიებებზე მოსწავლეთა დასწრების უზრუნველყოფა;
22.
აღსაზრდელების კულტურული დონის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა (სპექტაკლები, ექსკურსიები,
დიალოგები, შეხვედრები და ა.შ)
23.
სკოლის ადმინისტრაციისათვის მშობელთა პედაგოგიზაციის საქმეში ხელის შეწყობა;
24. სემესტრში მინიმუმ ერთხელ კლასთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის პრობლემების გადასაწყვეტად მშობელთა კრებების მოწვევა;
25. მოსწავლის საშემოდგომო გამოცდის, კლასში დატოვების, ყოფაქცევაში არადამაკმაყოფილებელი შეფასების ან სხვა საჭიროების დროს მშობლის ინფორმირება და ხემოწერილი შეტყობინების ფორმის დირექციისათვის წარდგენა;.
26. ანგარიშის ჩაბარება და მონაწილეობის მიღება ნებისმიერი საკითხის განხილვაში, რომელიც ეხება მოსწავლეთა აღზრდას.
ძირითადად დამრიგებელი აწესრიგებს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დოკუმენტაციას.
დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი.
თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის მიზეზი.
დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. სასწავლო წლის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას,
სადაც აღწერს:
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
ბ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საშუალო წლიური ნიშანი 5.1-ზე დაბალია,
ან რომელიმე საგანში შეფასება 4-ზე დაბალია დამრიგებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე იმის შესახებ, რომ მას აქვს საშემოდგომო გაქმოცდები. დასკოლის დეირექციას წარუდგინოს გაფრთხილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დამრიგებელი ვალდებულია შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ.
მოსწავლეთა დასწრება
თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობა. ეს გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთესად გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, მოსწავლეების დასწრების უზრუნველყოფა სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია.
მოსწავლეების დასწრების რეგულარული აღრიცხვა, მისი ანალიზი და პრობლემებზე რეაგირება სკოლის დირექციის პასუხისმგებლობაა.
დამრიგებელი ვალდებულია, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს დასწრების წესების შესახებ ზუსტი ინფორმაცია,
რომელიც შემდეგში მდგომარეობს
თუ საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლემ სემესტრის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 1/4
და მეტი, მაგრამ 1/2-ზე ნაკლები,
მის სემესტრულ ნიშანს დააკლდება 20%. თუ მოსწავლეს არ აკმაყოფილებს მიღებული ნიშანი, მას მიეცემა საშუალება, გავიდეს სკოლის მიერ ორგანიზებულ სემესტრულ გამოცდაზე (იხ. ქვემოთ,
გამოცდის ტიპები; სემესტრული გამოცდა).
თუ საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ზე მეტი,
იგი ამ საგანში არ იღებს საგნის წლიურ ნიშანს. აღნიშნულ საგანში შეფასებას იღებს ექსტერნატის ფორმით გამოცდის დაძლევის საფუძველზე.
No comments:
Post a Comment